პროდუქტის დიზაინი - რა უნდა გავითვალისწინოთ?
პროდუქტის შეფუთვის დიზაინი განაპირობებს მომხმარებლის პირველად შთაბეჭდილებას თქვენი პროდუქტის შესახებ.
იგი ვიზუალურ კომუნიკაციაში შედის მომხმარებელთან და დიდ როლს თამაშობს პროდუქტის პირველად შეძენის დროს.
როგორი უნდა იყოს პროდუქციის შეფუთვის დიზაინი?
- რელევანტური – იგი უნდა ასოცირდებოდეს თქვენს პროდუქციასთან.
- გამორჩეული – თქვენი პროდუქტის დიზაინი უნდა გამოირჩეოდეს კონკურენტებისგან, როდესაც ერთად დახლზე მოხდება მათი განთავსება, მან უნდა მიიქციოს ყურადღება.
- პოზიტიური – არავინ შეიძენს თქვენს პროდუქციას, თუ მისი ვიზუალი იქნება ნეგატივის შემცველი.
როგორ განისაზღვრება შეფუთვის დიზაინის ფასი?
რამდენიმე კომპონენტისგან შედგება შეფუთვის დიზაინის ფასი:
- სამუშაოს მოცულობა
- სირთულე
- ვადები