ბრენდბუქის შექმნა - რა უნდა ვიცოდეთ?

ბრენდბუქის შექმნაბრენდ ბუქი მოიცავს ვიზუალურ ელემენტებს თქვენი ბრენდის შესახებ. ბრენდბუქის შექმნა ეხმარება ბიზნესს დააფუძნოს მყარი ბრენდი, გრძელვადიანი მიზნებით.

ბრენდბუქის არსი – რაში გვეხმარება ბრენდბუქი?

ბრენდბუქი მოიცავს სხვადასხვა ვიზუალურ ელემენტს და წესთა კრებულს, რომლებიც ეხმარება თქვენს ბრენდს:

1.ბრენდინგის სტრატეგიის განხორციელებაში

2.მარკეტინგულ საქმიანობაში

3.გაყიდვების წარმოებაში

ეს არის სამი ძირითადი მიმართულება, რომელიც განაპირობებს ორგანიზაციის ეფექტურ საქმიანობას, თქვენი პროდუქციის & მომსახურების შესახებ ცნობადობის ზრდას და გაყიდვების სტიმულირებას.

რა ღირს ბრენდბუქის დამზადება?

ბრენდბუქის ფასი დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე:

  • ბრენდბუკის შინაარსი – საქმიანობის სფერო და სპეციფიკა;
  • ბრენდბუქის მოცულობა და სირთულე – ბრენდ ბუქის ელემენტები და სამუშაოს მოცულობა;
  • ვადები – რამდენად სწრაფად გსურთ ბრენდ ბუქის დამზადება.

ბრენდ ბუკის ელემენტები

ბრენდ ბუკის დამზადება შესაძლებელია სხვადასხვა ელემენტების გამოყენებით, რაც უნდა განისზღვროს თქვენი ორგანიზაციის საქმიანობიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე.

ბრენდბუქის დამზადებაუნივერსალური ელემენტები:

1.ლოგოს დიზაინი

2.ლოგოს ფერთა გამა

3.ლოგოს გამოყენების წესები

სხვა ელემენტები:

  • სლოგანი;
  • ფონტის ვიზუალი;
  • სავიზიტო ბარათის დიზაინი;
  • სოც. მედიის პოსტის ვიზუალის ნიმუში;
  • ფლაერის დიზაინი;
  • ბრენდირებული ნივთები;
  • სხვა ნებისმიერი ელემენტი, რომელსაც საჭიროებს თქვენი ბრენდი.

რატომ Logohub?

სწორი ხედვა – პროექტზე მუშაობს მთლიანი გუნდი, რომელსაც უძღვება პროექტის მენეჯერი, ხოლო დიზაინერის გარდა პროექტში ჩართულია მარკეტინგის მენეჯერი და ბიზნეს კონსულტანტი, რომლებიც მარკეტინგული და ბიზნესის საჭიროების კუთხიდან აკეთებენ პროექტის ანალიზს.

გამოცდილება – ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი სპეციალისტებით, რომლებსაც 10 წელზე მეტი გამოცდილება გააჩნიათ, როგორც დიზაინში, ასევე მარკეტინგში და ბიზნესის მართვასი.

თქვენი ჩართულობა მნიშვნელოვანია – რაც არ უნდა გამოცდილი გუნდი მუშაობდეს პროექტზე, თქვენი ჩართულობის გარეშე არ დადგება ის შედეგი, რაც ყველას გვსურს, ამიტომაც თქვენი ჩართულობა უმნიშვნელოვანესია, სამუშაოს თითოეულ ეტაპზე ხორციელდება დამკვეთთან კომუნიკაცია, სწორედ ის აფასებს სამუშაოს თითოეულ ეტაპს და გვეხმარება საბოლოო პროდუქტის მიღებაში.

ბრენდბუქის ფასი – მართალია ფასი არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, თუმცა მისი როლი ძალზედ მნიშვნელოვანია, ამიტომაც ჩვენი პოლიტიკაა მაქსიმალურად დაცული იყოს ბალანსი მომსახურების ღირებულებასა და სამუშაოს ხარისხს შორის. 

ჩვენი ნამუშევრები

წარმოგიდგენთ რამდენიმე ნამუშევარს, რომელიც დაგეხმარებათ შეაფასოთ ჩვენი საქმიანობა.

Nikolli – ტანსაცმლის ბრენდი

Supta.ge – ონლაინ ვაჭრობის პლატფორმა

IDG – საინვესტიციო კომპანია

ხშირად დასმული შეკითხვები

გაეცანით ხშირად დასმულ შეკითხვებს ბრენდ ბუქის გაკეთებასთან დაკავშირებით:

რა ღირს ბრენდ ბუქის შექმნა?

სამუშაოს ღირებულება დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობაზე და სირთულეზე, ფასები მერყეობს 950 ლარიდან ზემოთ.

რა ვადებში ხდება ბრენდბუკის დამზადება?

მომსახურების ვადები გარკვეულწილად დამოკიდებულია დამკვეთზეც, რამდენად სწრაფად ახდენს იგი კომუნიკაციას, რამდენი შენიშვნა გააჩნია მას და სხვა, თუმცა საშუალოდ ეს ვადები შეადგენს 2-4 კვირას. 

რა ფორმატში ხდება სამუშაოს ჩაბარება?

ბრენდბუქის გაგზავნა ხდება, როგორც PDF ფაილში, ასევე მისი თითოეული ელემენტისთვის ხდება შესაბამისი სამუშაო ფაილის მომზადება.

გსურთ ბრენდბუქის დამზადება? დაგვიკავშირდით კონსულტაციისთვის – 577 681 691