ლოგოს დამზადება
სწრაფად & ხარისხიანად

10 წლიანი გამოცდილება და 100-ზე მეტი პროექტი ბრენდინგის მიმართულებით

ლოგოს დიზაინი

სერვისები

ბოლო ნამუშევრები

გამორჩეული პროექტები

EXCLUSIVE

ლოგოს შექმნა მოიცავს რამდენიმე ეტაპს:

1. დამკვეთი ავსებს კითხვარს, რომელიც მოიცავს ყველა ძირითად საკითხს, რომელთა გათვალისწინებაც არის საჭირო სამუშაო პროცესში. (სახელწოდება, ლოგოს სასურველი ტიპი, მონახაზი, რა ელემენტების გამოყენება სურს ან არ სურს ლოგოში, სასურველი ფერთა გამა და სხვა)

2.იქმნება ლოგოს დიზაინი, 3-4 კონცეფცია და წარედგინება დამკვეთს.

3.დამკვეთის მიერ შერჩეული ლოგოს კონცეფციის გარდაქმნა ხდება საბოლოო ვერსიად.

4.დამკვეთს ეგზავნება ლოგოს სამუშაო ფაილი (ვექტორული ფაილი)

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვაა – რა ღირს ლოგოს დამზადება?

ლოგოს ფასი დამოკიდებულია მის შინაარსზე და სამუშაოს სირთულეზე, თუმცა საშუალოდ ლოგოს ღირებულება მერყეობს 400-600 ლარის ფარგლებში.

ლოგოების ფასი დამოკიდებულია შემდეგ საკითხებზე:

  • ლოგოს ტიპი
  • სამუშაოს მოცულობა
  • სამუშაოს შესრულების ვადები

პირველადი ვარიანტების (კონცეფციების) წარდგენა ხორციელდება შეკვეთიდან 5-8 სამუშაო დღის განმავლობაში.

შემდგომ, დამკვეთის უკუკავშირსა და შენიშვნებზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად მოხდება პროექტის დასრულება.

საშუალოდ, ლოგოს დამზადების სრული პროცესი საჭიროებს 1-3 კვირას.

ბევრი სხვადასხვა ტიპის ლოგო არსებობს, თუმცა გამოვყოთ ყველაზე გავრცელებული და მოთხოვნადი ტიპები:

  • სახელწოდება – შესაძლებელია გამოისახოს როგორც სრული სახელწოდება, ასევე ინიციალები. (მაგ: Addidas-ის ლოგო.)
  • ემბლემა (აიქონი) – ეს არის ვიზუალი, რომელიც განასახიერებს თქვენს ბრენდს, ისე რომ არ არის დაფიქსირებული სახელწოდება (მაგ: Apple-ის ლოგო)
  • ემბლემა და სახელწოდება – ეს არის კომბინაცია, რომელიც მოიცავს აიქონისა და სახელწოდების კომბინაციას. (მაგ: სტარბაქსის ლოგო)

 

როგორი ლოგოს დამზადება გსურთ თქვენ?

შეთანხმებული ლოგოს დიზაინი იგზავნება ვექტორულ ფაილში, საბოლოო ვარიანტზე შეთანხმებიდან არაუმეტეს 24 საათის განმავლობაში.

ლოგოს გადაცემის მომენტიდან დამკვეთზე გადადის საავტორო-ქონებრივი უფლებები.

ლოგოს შექმნა ხორციელდება თქვენი უშუალოდ ჩართულობით, მათ შორის მნიშვნელოვანია მივიღით თქვენგან მაქსიმალურად სრულფასოვანი ინფორმაცია თუ როგორი ტიპის, ფორმატის და შინაარსის ლოგოს გაკეთება გსურთ.

ამიტომაც, ლოგოს შეკვეთის შემდგომ, პირველ რიგში მოხდება საინფორმაციო კითხვარის გამოგზავნა ჩვენი მხრიდან, რომელსაც შეავსებთ მაქსიმალურად დეტალურად, რათა ჩვენ უფრო ნათლად გვქონდეს წარმოდგენილი თქვენი სურვილები და საჭიროებები.

გსურთ ლოგოს შექმნა და არ იცით საიდან დაიწყოთ? დაგვიკავშირდით დღესვე და მიიღეთ კონსულტაცია ჩვენი სპეციალისტებისგან.