ეტიკეტის დიზაინი - რა გავითვალისწინოთ?
ეტიკეტის დიზაინი არის პირველი რასაც მომხმარებელი ხედავს, თქვენი პროდუქტის პირველად დანახვისას.
წარმოიდგინეთ, მომხმარებელი, რომელსაც სურს თქვენი პროდუქტის შეძენა, შევიდა მაღაზიაში, სადაც თქვენი პროდუქტი იყიდება, მიაგნო თქვენს პროდუქციას და სულ ერთი ნაბიჯი აქვს დარჩენილი მის შეძენამდე, თუმცა ეტიკეტის დიზაინმა არ მიიპყრო მისი ყურადღება და იქვე მდგომი კონკურენტის პროდუქტი გაიყოლა კალათაში.
იმისათვის, რომ თავიდან ავირიდიოთ მსგავსი სიტუაციები, მნიშვნელოვანია თქვენი პროდუქტის ეტიკეტის დიზაინი იყოს ვიზუალურად მიმზიდველი და როგორც მინიმუმ არ ჩამოუვარდებოდეს კონკურენტებს.
Logohub-ში შეგიძლიათ შექმნათ ნებისმიერი სირთულის ეტიკეტის დიზაინი.
ეტიკეტის ვუზალი იქმნება პროფესიონალი გრაფიკული დიზაინერების მიერ, წინასწარ განსაზღვრული კონცეფციის მიხედვით.
რა ღირს ეტიკეტის დიზაინის შექმნა?
ეტიკეტის ფასი დამოკიდებულია სამუშაოს მოცულობასა და სირთულეზე.
მაგალითად, ერთი ღვინის ეტიკეტის დიზაინი 250-500 ლარამდე ეღირება, ხოლო ორის შეკვეთის შემთხვევაში – თითოეულის ღირებულება იქნება 200-350 ლარის ფარგლებში.
როგორ ხდება ეტიკეტის შექმნა?
ეტიკეტის დამზადება იწყება საინფორმაციო კითხვარის შევსებით, რომელსაც ვუგზავნით დამკვეთს, შეკვეთის გაკეთების შემდგომ.
კითხვარში განსაზღვრულია ეტიკეტის კონტენტი და მისი ძირითადი ვიზუალური მახასიათებლები.
კითხვარის შევსებით საშუალოდ 3-5 სამუშაო დღეში ხდება ეტიკეტის დიზაინის პირველადი ვერსიის წარდგენა დამკვეთისთვის.
დამკვეთის შენიშვნების გათვალისწინებით ხორციელდება ეტიკეტის საბოლოო ვიზუალამდე მიყვანა.
მსგავსი სერვისები: