ბრენდის შექმნა - რა უნდა ვიცოდეთ?

ბრენდის შექმნაბრენდის შექმნა არის თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი, რადგან სწორედ ბრენდის მეშვეობით აქვს ბიზნეს შესაძლებლობას თავისი იდენტობა შესთავაზოს ბაზარს, იყოს გამორჩეული, პოზიტიური და მოთხოვნადი.

ბრენდის არსებობა განაპირობებს ბიზნესის მასშტაბირებას და სწრაფ ზრდას, რაც ნებისმიერი კომპანიის მიზანია.

ასევე დაგაინტერესებთ: სრული მარკეტინგული მომსახურება

რატომ არის ბრენდი მნიშვნელოვანი?

კონკურენტული უპირატესობა – მომხმარებელი სწრაფად და მარტივად განასხვავებს თქვენს სერვისს ან პროდუქციას კონკურენტებისგან.

ნდობის გაზრდა – პროფესიონალურად შექმნილი ბრენდი ზრდის ნდობას მომხმარებლის მხრიდან.

პიარის ეფექტურობა – ძლიერი ბრენდია არსებით ზრდის მარკეტინგული აქტივობის ეფექტურობას.

ბრენდის შექმნა მხოლოდ ლოგოს შერჩევა არ არის – ეს არის თქვენი ბიზნესის იდენტობა, სტილი და მომხმარებელთან ურთიერთობის საფუძვლები.

რას მოიცავს ბრენდის შექმნა?

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ რას გულისხმობს ბრენდის შექმნა და რატომაა მნიშვნელოვანი თქვენი ბიზნესისთვის.

ბრენდის სახელის შექმნა

ყველაფერი იწყება ბრენდის სახელით, ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა შესაძლოა ურთულეს გამოწვევად იქცეს. 

მაინც როგორი უნდა იყოს თქვენი ბრენდის სახელი?

– მარტივი – მისი გამოთქმა და დამახსოვრება უნდა იყოს მარტივი, 

საქმიანობის შესაბამისი – კავშირში უნდა იყოს საქმიანობასთან, მაგალითად: Geo Motors არ უნდა დაარქვათ სამშენებლო კომპანიას;

– განსხვავებული – უნდა განსხვავდებოდეს ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი ბრენდის სახელებისგან, მაგალითად: New House-ის დარქმევა სამშენებლო კომპანიისთვის არის ზედმეტად ტრივიალური და არაეფექტური;

უმჯობესი იქნება თუ სახელწოდებას თავად მოიფიქრებთ, ხოლო თუ მაინც პროფესიონალების დახმარება დაგჭირდათ, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ კომპანია Spark-ს სახელოწდების მოფიქრება.

ლოგოს ვიზუალი

სახელწოდების მოფიქრების შემდგომ მნიშვნელოვანია ეფექტური ლოგოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციას.

სახელი და ლოგო ერთობლიობაში ქმნიან ბრენდის იდენტობის საფუძვლებს.

ბრენდბუქი

ბრენდბუქი კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თქვენი ბრენდისთვის, რაც მოიცავს თქვენი ბრენდის შესახებ ინსტრუქციებს, წესებსა და ვიზუალურ ხელსაწყოებს მისი განვითარებისთვის.

ბრენდბუქი გვეხმარება ეფექტურად განვახორციელოთ კომპანიის ბრენდინგი.

რა ღირს ბრენდის შექმნა?

რა ღირს ბრენდის შექმნა?

ბრენდის შექმნა ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელია, მთავარია გქონდეთ სწორი ხედვა და სტრატეგია.

მთავარია დაიწყოთ! ამისთვის სახელწოდების მოფიქრება და ლოგოტიპიც კი საკმარისია, ხოლო შემდგომ შეგიძლიათ ბრენდის განვითარებაზე იფიქროთ, დაამატოთ ახალი ელემენტები, შეცვალოთ ლოგოს დიზაინი და სხვა.

Picture of მარიამ გიორგაძე

მარიამ გიორგაძე

მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი