ბრენდის შექმნა - რა უნდა ვიცოდეთ?

ბრენდის შექმნაბრენდის შექმნა არის თქვენი ბიზნესის წარმატების საწინდარი, რადგან სწორედ ბრენდის მეშვეობით აქვს ბიზნეს შესაძლებლობას თავისი იდენტობა შესთავაზოს ბაზარს, იყოს გამორჩეული, პოზიტიური და მოთხოვნადი.

მხოლოდ ბრენდინგი განაპირობებს ბიზნესის მაშტაბირებას და სწრაფ ზრდას, რაც ნებისმიერი კომპანიის მიზანია.

მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ რას გულისხმობს ბრენდის შექმნა :

ბრენდის სახელის შექმნა

ყველაფერი იწყება ბრენდის სახელით, ერთი შეხედვით მარტივი ამოცანა შესაძლოა ურთულეს გამოწვევად იქცეს. 

მაინც როგორი უნდა იყოს თქვენი ბრენდის სახელი?

– მარტივი – მისი გამოთქმა და დამახსოვრება უნდა იყოს მარტივი, 

საქმიანობის შესაბამისი – კავშირში უნდა იყოს საქმიანობასთან, მაგალითად: Geo Motors არ უნდა დაარქვათ სამშენებლო კომპანიას;

– განსხვავებული – უნდა განსხვავდებოდეს ბაზარზე არსებული სხვა მსგავსი ბრენდის სახელებისგან, მაგალითად: New House-ის დარქმევა სამშენებლო კომპანიისთვის არის ზედმეტად ტრივიალური და არაეფექტური;

უმჯობესი იქნება თუ სახელწოდებას თავად მოიფიქრებთ, ხოლო თუ მაინც პროფესიონალების დახმარება დაგჭირდათ, ჩვენი რჩევა იქნება მიმართოთ კომპანია Spark-ს სახელოწდების მოფიქრება.

ლოგოს ვიზუალი

სახელწოდების მოფიქრების შემდგომ მნიშვნელოვანია ეფექტური ლოგოს შექმნა, რაც უზრუნველყოფს თქვენი ბრენდის ვიზუალიზაციას.

სახელი და ლოგო ერთობლიობაში ქმნიან ბრენდის იდენტობის საფუძვლებს.

ბრენდბუქი

ბრენდბუქი კიდევ ერთ მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თქვენი ბრენდისთვის, რაც მოიცავს თქვენი ბრენდის შესახებ ინსტრუქციებს, მისი განვითარებისთვის.

ბრენდბუქი გვეხმარება ეფექტურად განვახორციელოთ კომპანიის ბრენდინგი.

რა ღირს ბრენდის შექმნა?

რა ღირს ბრენდის შექმნა?

ბრენდის შექმნა ნებისმიერი ბიუჯეტით არის შესაძლებელია, მთავარია გქონდეთ სწორი ხედვა და სტრატეგია.

დაიწყეთ! ამისთვის სახელწოდების მოფიქრება და ლოგოტიპიც კი საკმარისია, ხოლო შემდგომ შეგიძლიათ ბრენდის განვითარებაზე იფიქროთ, დაამატოთ ახალი ელემენტები, შეცვალოთ ლოგოს დიზაინი და სხვა.

Picture of მარიამ გიორგაძე

მარიამ გიორგაძე

მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი