რეკლამა გუგლში - Google ads რეკლამირება

რეკლამა გუგლშირეკლამა გუგლში ყველაზე ეფექტური შეიძლება იყოს გარკვეული ტიპის მომსახურებისა და პროდუქციისთვის.

მაგალითად, ისეთი სერვისისთვის, რომელიც უცებ შეიძლება დაჭირდეს მომხმარებელს, როგორიცაა სანტექნიკოსის გამოძახება, ავეჯის გადაზიდვა და სხვა.

ხშირად ასეთი ტიპის საქმიანობისთვის გუგლის რეკლამა უფრო ეფექტურია, ვიდრე სოც მედიის მართვა.

როგორ ხდება გუგლში რეკლამის განთავსება?

პირველ რიგში უნდა განისაზღვროს რეკლამის ტიპი:

გუგლის სარეკლამო სისტემა მოიცავს ორ განსხვავებული ტიპის სარეკლამო შესაძლებლობას:

1.რეკლამა საძიებო სისტემაში

თქვენი რეკლამა მუშაობს საძიებო სისტემაში, როდესაც მომხმარებლები ეძებენ თქვენ მიერ წინასწარ განსაზღვრულ ფრაზებით.

2. საბანერო ტიპის რეკლამა გუგლში

რეკლამა გამოუჩნდება მომხმარებელს ბანერის ან ვიდეო ანიმაციის ფორმატში, გუგლის პარტნიორ ვებ-საიტებზე, როგორიცაა მაგალითად Youtube.

რეკლამა გუგლში თუ რეკლამა სოც ქსელებში?

რა უფრო ეფექტურია გუგლში რეკლამირება თუ რეკლამა ფეისბუქზე?

თითოეულ პლატფორმას გააჩნია თავისი უპირატესობა.

Google ads შესაძლოა ეფექტური იყოს გარკვეული ტიპის სერვისისთვის ან პროდუქციისთვის, რომლებსაც ძირითადად მომხმარებელი ეძებს საძიებო სისტემების გამოყენებით:

მაგალითად: ჩაკეტილი კარის გაღების სერვისი. აღნიშნული მომსახურების საჭიროება უცებ დგება, მომხმარებლისთვის მისი მოძიების საუკეთესო გზა კი საძიებო სისტემაა.

რა ღირს რეკლამის გაკეთება გუგლში?

რა ჯდება გუგლის რეკლამა? Google ads მართვის ღირებულება მერყეობს 450-700 ლარს შორის თვეში (სარეკლამო ბიუჯეტის გარეშე).

ზუსტი ფასი დამოკიდებულია რეკლამის ტიპზე და სხვა დეტალებზე.

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით – 577 681 691

ასევე დაგაინტერესებთრა ღირს რეკლამა ინტერნეტში?

Picture of მარიამ გიორგაძე

მარიამ გიორგაძე

მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი