ღვინის ბრენდირება - რა გვჭირდება?

ღვინის ბიზნესი განსაკუთრებულია ქართველებისთვის, იგი ერთი მხრივ ჩვენი ერის კულტურულ იდენტობაში ზის, მეორე მხრივ კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია. ამიტომაც ღვინის ბრენდირება ხორციელდება ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით.

რა ელემენტებისგან შედგება ღვინის ბრენდი?

სახელწოდება – ბრენდინგი იწყება სახელის მოფიქრებით, რომელიც უნდა უნიკალური და ასახავდეს, როგორც ღვინის წარმომავლობას ან თვისებებს, ასევე მის განსხვავებულობას.

ღვინის ლოგო – ლოგოს დიზაინი ვიზუალურად უნდა წარმოაჩენდეს ღვინის ბრენდის იდენტობას.

ღვინის ეტიკეტი – უნდა გვიყვებოდეს ისტორიას ღვინის ბრენდის შესახებ.

ღვინის ბრენდბუქი – ბრენდბუქის დამზადება დაგეხმარებათ უფრო დეტალურად წარმოაჩინოთ თქვენი ღვინის ბრენდის იდენტობა.

ყველაფერი ეს ერთობლიობაში შექმნის საფუძველს ძლიერი ღვინის ბრენდის ჩამოყალიბებაში.

 

Picture of მარიამ გიორგაძე

მარიამ გიორგაძე

მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი