ვებსაიტების დამზადება - როგორ შევქმნათ გამორჩეული ვებ-გვერდი?

ვებსაიტების დამზადება იწყება დიზაინით და კონტენტით, რომლის გარეშეც შეუძლებელია ეფექტური საიტის შექმნა.

როგორი უნდა იყოს საიტის დიზაინი? 

საიტის დამზადებათანამედროვე ვებ-გვერდის დიზაინი ხასიათდება შემდეგი პარამეტრებით:

სიმარტივე – მარტივად აღსაქმელი 

ეფექტური ნავიგაცია – საიტის გამოყენებას არ ჭირდება ბევრი ფიქრი და მკითხაობა

სისწრაფე – ზედმეტი ელემენტების გარეშე, მაქსიმალურად სწრაფად გამოყენებადი.

ვებგვერდის ტიპები:

მნიშვნელოვანია სწორად განვსაზღროთ საიტის ტიპი და ფუნქციონალი.

საუკეთესო ტიპის ვებ-გვერდის დამზადება დაზოგავს ჩვენს ფინანსებს და დროს.

საინფორმაციო – ასეთი ტიპის საიტის დანიშნულებაა წარმოაჩინოს თქვენი ორგანიზაციის შესახებ ზოგადი ინფორმაცია, ფოტო-ტექსტური მასალების მეშვეობით. 

მოიცავს ისეთ გვერდებს, როგორიცაა: ორგანიზაციის შესახებ ინფორმაცია, სერვისები, განხორციელებული პროექტები, სიახლეები და საკონტაქტო ინფორმაცია.

კატალოგი – ეს არის საინფორმაციო ტიპის საიტი, თუმცა დამატებით უფრო დეტალურად არის წარმოჩენილია პროდუქცია, რომელსაც სთავაზობთ მომხმარებელს,ონლაინ კატალოგის ფორმატში.

ონლაინ შოპი – სრულფასოვანი ინტერნეტ მაღაზია, სადაც პროდუქციის დათვალიერებასთან ერთად, შესაძლებელია მისი კალათაში დამატება და ონლაინ შესყიდვა.

რაღაც განსაკუთრებული – შესაძლოა თქვენი ბიზნესის სპეციფიკა საჭიროებდეს განსხვავებული ფუნქციონალისა ან/და დიზაინის მქონე ვებ-საიტის შექმნას, ამისთვის მნიშვნელოვანია გაიაროთ კონსულტაცია სპეციალისტთან, თუ როგორი ტიპის და ფუნქციონალის ვებ-გვერდი იქნება თქვენთვის უფრო მისაღები.

ვებგვერდების აწყობა ვორდპრესის სისტემაზე

რა ღირს საიტის დამზადება? გააჩნია საიტის ტიპის და ფუნქციონალს

WordPress-ის სისტემა

Wix-ის სისტემა

საიტის გაკეთება Custom კოდით

Picture of მარიამ გიორგაძე

მარიამ გიორგაძე

მარკეტინგული დეპარტამენტის უფროსი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *